გიგა ბოკერია: მმართველ პარტიას, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს, ესაა განაჩენი

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

„ესაა მთავრობა, რომელიც არჩევნების გზით აუცილებლად უნდა შეიცვალოს“ – ასე შეაფასა პრემიერის ანგარიში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ.

„ესაა ის, მძიმე მდგომარეობა, რაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და რასაც NDI-ს კვლევაც ასახავს. მარტივად რომ ვთქვათ, გვყავს მთავრობა, რომლებიც ამ უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც მათი პოლიტიკის შედეგია, საუბრობს არა კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე, არამედ თავის მოწონებითაა დაკავებული. საერთოდ უარყოფენ ქვეყანაში რამის შეცვლის საჭიროებას. არც სხვისი კვალიფიციური გეგმის განხილვა უნდათ. ესაა მთავრობა, რომელიც არჩევენბის გზით აუცილებლად უნდა შეიცვალოს“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე შეფასებით, NDI -ს კვლევის მიხედვით მმართველი პარტიის რეიტინგი, მის კატასტროფულ ვითარებაზე მეტყველებს.

„პარტიებს შორის რეიტინგებზე არსებითი ცვლილება არ გვაქვს, თუ ცდომილებას გავითვალისწინებთ. თუმცა კვლევების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველი პარტიისთვის ეს რეიტინგი კატასტროფიულ ვითარებას ნიშნავს. მმართველ პარტიას, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს, ესაა განაჩენი და ამაში ივანშვილს საზოგადოება ძალიან მალე დაარწმუნებს”,- აცხადებს ბოკერია.

banner
წინა სტატიაში“არ მგონია, ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ რომელიმე მაუწყებელი დღევანდელი ხელისუფლების რუპორია”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ვწუხვარ, როცა მესმის დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდება პოლიციელების მისამართით