გიგა ბოკერია : მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხვალ ჯარის და პოლიციის დიდ ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ხვალ ჯარის და პოლიციის დიდ ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება. განცხადება ამის შესახებ პარტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. ბოკერიას განცხადებით, შესაბამისი ბრძანება თავდაცვის მინისტრმა უკვე გასცა. ბოკერიას მტკიცებით, ანალოგიური ვითარებაა პოლიციაშიც:

„ჩვენთვის ცნობილი გახდა ივანიშვილის და მისი გუნდის უკანონო, მავნებლური განზრახვის შესახებ. ახალი რეგულაციებით, ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი ხმას მისცემს არა სპეციალურ უბნებზე, არამედ, უნდა მისცემოდათ საშუალება, რომ ხმა მიეცა იქ, სადაც ჩაწერილი იყო, საკუთარ მისამართზე. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამხედრო ნაწილებში ორი დღის წინ მივიდა მინისტრ ლევან იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ არ აინტერესებს კანონის მოთხოვნები და უდიდესი ნაწილი ჯარისკაცების დარჩებიან საკუთარ ნაწილებში, რის შედეგადაც მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცემათ. იდენტური ვითარებაა რიგით პოლიციელებთან მიმართებაში, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დილის 08:00 საათიდან, 22:00 საათამდე მათი დიდი ნაწილი გადაყვანილი იქნებიან ყაზარმულ მდგომარეობაზე, მათაც არ მიეცემათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიდევნილებს, რომლებმაც ამხანაგობები შექმნეს, საერთო სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ
შემდეგი სტატიაგენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა