გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

„ჩვენ შეგვიძლია ხვალ არჩევნებზე ისეთი მშვიდობიანი პოლიტიკური დარტყმა მივაყენოთ, რომელიც მოარყევს და იძულებულს გახდის ივანიშვილის რეჟიმს, რომ დათმოს ძალაუფლება ვადამდელ არჩევნებზე“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ
„ბუნებრივია ჩვენ არაფერი ვიცით გარდა იმისა, რაც ტელევიზიით ვიხილეთ, მაგრამ კდიევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, ყველა საქართველოს მოქალაქეს ყველანაირი პოლიტიკური განწყობის ადამიანებს ამ მოვლენების ფონზე განსაკუთრებით შეხსენება კიდევ ერთხელ თუ რა ტიპის ხელისუფლება გვყავს, ასეთ ვითარებაში ამ ხალხის ხელისუფლებაში დატოვება არის საფრთხე ყველასთვის, სააკაშვილის კი არა მხოლოდ, რომელზეც იძახიან, რომ დააკავეს ან მის მისი მომხრეებისთვის, ოპოზიციისთვის არამედ ყველასთვის არიან საბედისწერო საფრთხე, ეს კაცი ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ისეთი მშვიდობიანი პოლიტიკური დარტყმა მივაყენოთ, რომელიც მოარყევს და იძულებულს გახდის, რომ დათმოს ძალაუფლება, ვადამდელ არჩევნებზე და ამ ყველაფერს სათავე უნდა დავუდოთ ხვალ 2 ოქტომბერს, პროცესებს განსაზღვრავს ჩვენი ხალხის აქტიურობა ხვალ არჩევნებზე, ეს ისედაც ასე იყო სააკაშვილიც რომ არ დაეკავებინათ, ხვალ გვაქვს შანსი იმისა, რომ დავუახლოვდეთ ისტორიულ ამოცანას და მოვშორდეს საფრთხეს, რაც ივანიშვილმა შეუქმნა ჩვენს ქვეყანას.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ სააკაშვილს შევპირდით, რომ თუ ის გაბედავდა და ჩვენს ტერიტორიაზე შემოადგამდა ფეხს, იქნებოდა დაკავებული, მადლობა ვახტანგ გომელაურს, გრიგოლ ლილუაშვილს
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო 2 ოქტომბრის არჩევნების დღესთან დაკავშირებით საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს