გიგა ბოკერია : მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებულია

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა საქართველოს უახლესი დემოკრატიის ისტორიაში ერთ-ერთი ლაქა იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილმა პოლიტიკური რეპრესიები დაამკვიდრა იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა.

„რა თქმა უნდა, 7 წელი იჯდა ადამიანი ციხეში და მის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ. მან უნდა თქვას ეს ყველაფერი. უბრალოდ მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, ერთკაციან კამერაში 7 წელი მჯდომი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლებულია. ის ჩემი მეგობარია. ამას რომ თავი დავანებოთ, ეს ისტორიაც არის ერთ-ერთი ლაქა ჩვენი უახლესი დემოკრატიის ისტორიაში, რომ ასეთი რამ მოხდა. სწორედ ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, რომ ასეთი ამბები არასდროს აღარ მოხდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური დაკვეთით ვინმე ციხეში იჯდეს.

ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მარტო იყო საკანში გამოკეტილი – 7 წელიწადი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაუსჯელები უნდა ვიყოთ, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილმა კანონის უზენაესობა კი არ დაამკვიდრა, არამედ დაამკვიდრა პოლიტიკური რეპრესიები იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა. მერაბიშვილი ასეთი იყო. აღიშნულის გათვალისწინებით, გარდა იმისა, რომ პერსონალურად მიხარია ის, რომ ამდენი ხნის შემდეგ მერაბიშვილი თავისუფალია, ეს გათავისუფლებაც უნდა იყოს სიმბოლო იმის, რომ თუ ივანიშვილს არჩევნებში მშვიდობიანად დავამარცხებთ, ჩვენ არაფერი მსგავსი არასდროს უნდა გავაკეთოთ.7 წელი იჯდა და 5 წუთით ადრე გამოუშვეს, ჩვენ დაგვაგვიანდა. დანარჩენზე თავად ვანომ უნდა ისაუბროს“,-განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისადაც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება ჩვეულებრივად – თენგიზ გუნავა ვანო მერაბიშვილზე
შემდეგი სტატიათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და მჯერა, ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში