გიგა ბოკერია : მე როგორც ვიცი, ისედაც შეუძლია გიგი უგულავას შეწყალება პრეზიდენტს

გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა ყველა ნაბიჯი გადადგეს, რომ პრეზიდენტს მისი შეწყალების საკითხი განეხილა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„მე როგორც ვიცი, აუცილებლობა არ არის და ისედაც შეუძლია შეწყალება პრეზიდენტს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი გადადგეს გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა, რომელიც იყო ყველა ინტერპრეტაციით საჭირო, რომ პრეზიდენტს ეს საკითხი განეხილა. ამაზე არის საუბარი. ჩვენ უკვე გვაქვს გრძელვადიანი გამოცდილება, რომ მმართველი გუნდისგან, არც კარგი და არც ცუდი პროგნოზი არ უნდა გავაკეთოთ. იმედი მაქვს, რომ შესრულდება. ეს არის აუცილებელი ქვეყნისთვის, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს დარწმუნებული, რომ ის რაზეც ხელი მოეწერა შეთანხმებაში, სადაც გარკვევით წერია, რომ უკვე შემდგარ და მომავალ ფაქტებთან დაკავშირებით, არც ერთ მხარეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ აქ პოლიტიკურად იქნა გამოყენებული სამართლებრივი ინსტიტუტები, ვციტირებ შეთანხმებას – საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, როგორც გიგის წერილშიც ნათქვამია და ჩვენთვის, ოპოზიციაში, სანამ ეს ხალხი, არამარტო გიგი უგულავა, გიორგი რურუა, თამლიანი, ოქრუაშვილი ციხეში სხედან და თუ კიდევ ვინმეს უპირებენ ამ მოტივით დაჭერას, ეს განცდას კი არა, არსებით შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივი და ანუ შეთანხმება არ იქნება შესრულებული ჩვენთვის, ეს არის ფაქტი, რამდენი ინტერპრეტაციაც არ უნდა გაუკეთონ ამას“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლების შორის მიღწეული შეთანხმებაზე პირველი კენჭისყრა იქნება საკვანძო მომენტი.

გოგა ბოკერია ამბობს, რომ პრეზიდენტმა მისი თანაგუნდელი გიგი უგულავა სწორედ საკითხის პირველ მოსმენამდე უნდა შეიწყალოს.

„ჩვენი ინტერესია, რომ ვითარება არ იყოს დაძაბული, მაგრამ ამ საკითხში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. საყოველთაო განხილვებში ჩართვის არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერი განხილულია და ჩვენ ნათქვამი გვაქვს ჩვენი პოზიციები, თუ შეთანხმება სრულფასოვნად იქნა შესრულებული, თუ ეს ასე ხდება, ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს, რომ ეს ცვლილებები არ იქნას მიღებული. თუ შეთანხება სრულდება და ჩვენ ამას ვხედავთ, მაშინ საჭიროება პოლიტიკური ბოიკოტის აღარ არის. ვერ ვხედავთ იმის განხილვის აუცილებლობას, რაც ათასჯერ განხილულია უკვე. წინასწარ ვეთანხმებით ყველაფერს, რაც ნათქვამი გვაქვს, იმ დათქმებით, რა თქმა უნდა. სასურველია უფრო სწრაფად განიმუხტოს ვითარება, მაგრამ იმისთვის, რომ არ ჩამორჩეს ორივე მიმართულება შეთანხმების, დიახ, პირველი მოსმენის კენჭისყრა, არის საკვანძო მომენტი უდაოდ“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიმ საქართველოს პრეზიდენტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გუშინ შეიტანეს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე : შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი
შემდეგი სტატიამარტვილის ,,მერანმა” ვარჯიშები შეწყვიტა