გიგა ბოკერია: მათ უნდათ კონსტიტუციის შეცვლა, რათა ბიძინა ივანიშვილის ხუშტურები შესრულდეს

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ პრემიერისა და ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლების იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ისინი სამოქალაქო სექტორის მიმართვას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის იდეები გაახმოვანეს არასამთავრობოებმა.
,,არაადეკვატური, არაჯანსაღი და საშიში ჩვენი ქვეყნისთვის არის, ის რომ ,,ქართული ოცნება“ ყველა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის ძალადობით და ა. შ. მაინც იღებს ხმების ნახევარზე ნაკლებს და აპირებს დააკომპლექტოს პარლამენტის 3/4 და შემდეგ თუ მოუნდა გააუქმოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, აწიოს გადასახადები რეფერენდუმის გარეშე, აიღოს უსაზღვრო ვალები და ყველაფერი ის გააკეტოს, რაც ერთ კაცს მოუნდება შუშის სასახლეში, რაც ბიძინა ივანისვილს მოუნდება. ესაა საშიში და არაადეკვატური. ასევე ისაა საშიში და არაადეკვატური, როცა ხელისუფლებას ყველა ჯგუფისა და ადამიანის უკან, მათ შორის მათ უკანაც, ვინც კრიტიკულია ჩვენს მიმართ, ელანდება ნაციონალური მოძრაობის ხელი,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით ,ყველა პოლიტიკური ჯგუფუს ამოცანა უნდა იყოს, ერთი კაცის ხუშტურზე სიარული აღარ გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშიმხატვარი ნიკო ცეცხლაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე მისი ხელმოწერა გაუგებრობის შედეგია
შემდეგი სტატიაუილიამ ლაჰიუ: საერთაშორისო საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი