გიგა ბოკერია მამუკა მდინარაძის განცხადებაზე – სისულელის ნიაღვარი მდინარაძისგან ან ნებისმიერი სხვა “კლოუნისგან” აზრს მოკლებულია

როცა მესამედში პროპორციული ბიულეტენების და მაჟორიტარულის თითქმის ნახევარში არის დისბალანსი და ამ ტიპის დისბალანსი, რომელიც ყველამ ნახა, არა რაიმე არაოფიციალურ გვერდზე, არამედ ცესკოს ოფიციალურ გვერდზეა, საერთოდ მთელი ეს ნიაღვარი სისულელის მდინარაძისგან ან ნებისმიერი სხვა “კლოუნისგან” აზრს მოკლებულია საერთოდ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადება, რომლის 19-მდე უბნის გადათვლის შედეგად, არანაირი გაყალბების კვალი და მმართველი პარტიის სასარგებლო დარღვევა არ გამოვლინდა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ სხვადასხვა მანიპულაციებითა და მეთოდებით “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა საზოგადოების ნების აშკარა გაყალბება.

„რაც შეეხება გადათვლას, სადაც თვითონ შეარჩევენ და გადათვლიან რამდენ უბანშია, ეს კი არა არის ტესტი, ტესტია ის, რომ სადაც რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ჯგუფები ან ოპოზიცია ითხოვს გადათვლას, იქ რომ საერთოდ არც იხილავენ საჩივრებს, რაც ვნახეთ მთელი ამ დღეების განმავლობაში.

სურათი არის ძალიან მკაფიო და ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და ამის შემოქმედი არის ივანიშვილის მთავრობა, ივანშვილის სუს-ი და ივანიშვილის საარჩევნო კომისიები, რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით საარჩევნო დღეს და ღამეს ოპერაცია ჩაატარეს და ივანიშვილის, ე.წ. “ბიძინას კარუსლებს”, რასაც ეძახიან გაკონტროლების, ხმის ყიდვის, დაშინების და ჩაყრის ინსტრუმენტების გამოყენებით.

ამ მეთოდებით მოხდა ჩვენი საზოგადოების ნების აშკარა გაყალბება, ივანიშვილმა ვერ მოიპოვა მანდატი ჩვენი ხალხის, ამიტომაა ეს შედეგი რაც ცესკოს უდევს არალეგიტიმური“, – განაცხადა ბოკერიამ.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმერსედეს ვერა მარტინმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა
შემდეგი სტატიაანა დოლიძის შტაბმა საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა