გიგა ბოკერია : „კვირიკაშვილმა ევროპარლამენტარებს სამარცხვინო ფორმით უპასუხა და მეტად დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია“

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გიორგი კვირიკაშვილის წერის, რომელიც პრემიერმა ევროპარლამენტარებს საპასუხოდ მისწერა, პასუხობს.

საუბარია გიორგი კვირიკაშვილის წერილზე ევროპარლამენტარებისადმი, სადაც იგი შეშფოთებას გამოთქვამს ევროპარლამენტარების მხრიდან გამოხატულ უკმაყოფილებაზე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით:

„გვყავს ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ასეთი დარტყმის შემდეგ, ევროსასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ახლა მაინც ფოკუსირდეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანას თავად შეუქმნეს ნაწილობრივ, ეკონომიკურ პრობლემებზე, კრიმინალზე, უსაფრთხოებაზე, საქმეს მიხედონ, არიან დაკავებული ივანიშვილის საქართველოსთვის დამაზიანებელი კაპრიზების შესრულებით, რომ ახლა უნდა უპასუხოს კვირიკაშვილმა სამარცხვინო ფორმით და კიდევ უფრო დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია, ეს არის მძიმე რაელაობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალსო და შეცვლის ქართული საზოგადოება მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპარლამენტში გაგზავნილი ინფორმაცია სიცრუეა“ – ხატია დეკანოიძე
შემდეგი სტატია„ხელისუფლება, რომელიც ვერ გრძნობს რეალობას, საფრთხის ქვეშ არის“ – ბაჩუკი ქარდავა პრემიერის წერილზე