გიგა ბოკერია: „კომპანია „ალმას“ წამოყენებული ინიციატივა, ერთი მხრივ ხელისუფლების მხრიდან ცენზურის დაწესების მცდელობის ხელშეწყობა, ხოლო მეორე მრივ მიღებული რეპუტაციული ზიანის შემცირების მცდელობაა

„ერთი მხრივ, რაც მთავრობას აწყობს, რომ ამ მოტივით როგორმე ეს კანონი გაქაჩონ და მეორე მხრივ „ალმას მხრიდან“ პასუხისმგებლობის ჩამორეცხვა და რეპუტაციული ზიანის შემცირება.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კომპანია „ალმას“ მიერ წამოყენებულ ინიციატივას.

“მე მგონია, რომ ორი საკითხია აქ. ერთი, ივანიშვილის რეჟიმის ან მასთან დაახლოებული პირების მხრიდან ზოგადი ინიციატივები, რომლებიც პირველად არ გვესმის, რომ შინაარსის რეგულირება დაიწყონ, საზოგადოების სიძულვილის ენისგან, რელიგიური გრძნობების ან ცრუს ინფორმაციისგან დაცვის მოტივით. ეგ არის პირდაპირი გზა სიტყვის თავისუფლების ეფექტურად შეზღუდვისთვის, ვითომ კეთილშობილური მოტივით. არის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ეს ინიციატივაც ამ მიზნისთვის იქნას გამოყენებული და ეს არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი პოლიტიკური თავისუფლებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის, სპიკერების თავისუფლებისთვის, არა მარტო პოლიტიკოსებისთვის, ნებისმიერი აქტიური ადამიანისთვის. ჩვენნაირ ქვეყანაში განსაკუთრებით, შინაარსში შესვლა და ამაზე დისკუსია ნიშნავს, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს ის წყვეტს რა არის სიძულვილის ენა, რა არის ცრუ ინფორმაცია, სად გადის ზღვარი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონმდებლობა სიტყვის თავისუფლების შესახებ და მისი ნებისმიერი ცვლილება იქნება დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი და საფრთხე ამ რეჟიმის პირობებში და ზოგადად. მეორე, ეს უკვე უკავშირდება ჩვენი მხრიდან თანაზომად მოთხოვნას ამ კომპანიის მიმართ, რომ განათავსოს ჩვენი ბანერიც. თუ პროსახელისუფლებლო რეკლამა აქვს, მაშინ ჩვენი ნეგატიური რეკლამაც განეთავსებინა, რომელიც ჩემი აზრით უკეთესი ხარისხისა და გემოვნებისაა, არ არის სიძულვილის მქადაგებელი, მაგრამ არის სატირა. მათ კონტრაქტზე ხელი მოაწერეს, თუმცა გავიდა რამდენიმე დღე და ჯერ გაკრული არ არის, კომპანია „ალმა“ კონტრაქტის დარღვევის ზღვარზეა. შესაძლოა ეს იყოს მათი მხრიდან პიარ-სვლა, რომ ეს ყველაფერი ჩამოირეცხონ. მათი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, რომ ვიცით ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ეს რომ „ქართულ ოცნებას“ გაეკეთებინა, ისინი უბრალოდ ინსტრუმენტები იქნებოდნენ იმ მოტივით, რომ ნებისმიერი დამკვეთის შეკვეთას ასრულებენ, მაგრამ როცა ირკვევა რომ ჩვენ გვიჭიანურებენ რეკლამას, რომელიც არის კორექტული, მწვავე სატირა, ამავე დროს ხელს აფარებენ „ქართულ ოცნებას“ და კანონმდებლობის დარღვევით არც მიუთითეს ვისი შემოტანილია ეს ბანერი, ვინ გადაიხადა ფული, ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო აღნუსხული და ასეთი კამპანია საარჩევნო პროპაგანდის ნაწილია. მათ „ქართულ ოცნებას“ რომელსაც სურდა მსგავის პოზიციონერობა, რომ არაფერ შუაში არ იყო, ამას არავინ არ დაიჯერებს, თუმცა მათ ასე სურდათ რომ ვითომ ხალხი აკეთებდა და არა ისინი, ხელი დააფარეს. ეს ცალსახად მათი პასუხისმგებლობაა. ერთი მხრივ, რაც მთავრობას აწყობს, რომ ამ მოტივით როგორმე ეს კანონი გაქაჩონ და მეორე მხრივ „ალმას მხრიდან“ პასუხისმგებლობის ჩამორეცხვა და რეპუტაციული ზიანის შემცირება. კომპანია „ალმას“ როგორც ჩანს არ სურს ჩვენი ბანერების გაკვრა, ყველაფერი ამისკენ მიუთითებს და ამ ყველაფრის ბოლში გახვევა სურს, ამიტომ მათ მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.” – განაცხადა ბოკერიამ

შეგახსენებთ, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ დადებული კონტრაქტის მიხედვით სარეკლამო კომპანია „ალმამ“ ბანერი 8 ოქტომბრამდე უნდა განათავსოს.

banner
წინა სტატიაშიSABA Reader-ში კითხვას ბოლო 5 თვის განმავლობაში მკითხველებმა 10 000 000 წუთი დაუთმეს
შემდეგი სტატიამონტეგროს პრეზიდენტი – საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის