გიგა ბოკერია – ხელისუფლების პროპაგანდაა, რომ ბურჯანაძეც ნაციონალია, ნათელაშვილიც, ელისაშვილიც, „გირჩიც“, „ლელოც“ და „სირცხვილიას“ ახალგაზრდებიც

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარესქუჩაში ცოტა ხალხი არ დგას და ვწუხვარ, თუ თქვენ გეცოტავებათ, – ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „კვირის ინტერვიუს“ წამყვანს, ირაკლი აბსანძეს უპასუხა, რომელმაც სტუმარს შეკითხვა დაუსვა, რატომ დგას ქუჩაში ცოტა ხალხი, თუ ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანდა.

„ახლა უკვე ხელისუფლების პროპაგანდის მეორე საკითხზე გადახვედით. ამბობთ, რომ ცოტაა ეს ხალხი, მაგრამ ცდებით. ჩემი აზრით, არ არის ცოტა. თქვენ თუ გეცოტავებათ, ვწუხვარ. ხალხი ბევრია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ დისტანცირდება „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობისგან“, რადგან ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ საფრთხობელად იყენებს, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს კითხვა ერთი წლის წინანდელია, რადგან ახლა სხვა რეალობა დადგა, როცა ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანდა.

„ახლა ბურჯანაძისგანაც არ ვდისტანცირდებით. ახლა სააკაშვილი, ბოკერია და ვიღაცები კი არა, ბურჯანაძე, ელისაშვილი, ნათელაშვილი, ყველა გაერთიანდა. ეს ხელისუფლების პროპაგანდაა, რომ ბურჯანაძეც ნაციონალია, ნათელაშვილიც, ელისაშვილიც, „გირჩიც“, „ლელოც“, „სირცხვილიას“ ახალგაზრდებიც და ყველა, მაგრამ რეალობა სხვაა. ბურჯანაძეც კი ჩვენ გვერდით დგას“, – განაცხადა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანის შენიშვნაზე, ნინო ბურჯანაძე ხომ იმხელა პრობლემა არ ყოფილა ქვეყნისთვის, როგორიც მიხეილ სააკაშვილი იყო, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს მისი პრობლემაა, თუ ბურჯანაძე უფრო მოსწონდა, ვიდრე სააკაშვილი.

„თქვენი სიმპატიები თქვენი საქმეა, ბურჯანაძე რომ უფრო მოგწონდათ, ვიდრე სააკაშვილი. ეგ თქვენი გადასაწყვეტია, მე კი სხვა რამეს გეუბნებით. თქვენ ისევ გერევათ ერთმანეთში ვიღაცის სიმპატიები და ის, რაც საქართველოში ბოლოს მოხდა, როცა გაერთიანდა ყველა, ვისაც ერთმანეთი არ მოსწონს. მე რომ ქალბატონ ბურჯანაძეს არ მოვწონვარ შეხედულებებით, მონაგონია ხომ ყველაფერთან?!“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეკითხვაზე, ხალხს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეშინია, რომელიც 2012 წელს არჩევნებით გადააგდო და არა მის მიერ ჩამოთვლილი პიროვნებების, ბოკერიამ განაცხადა, რომ 2012 წელს ხელისუფლების გადარჩევა მოხდა, ხოლო გადაგდება შეიძლება, ახლა მოხდეს.

„გადაუგდიათ არა, გადაურჩევიათ. ტერმინები შეარჩიეთ, თუ შეიძლება. გადაგდება შეიძლება, ახლა ვნახოთ. ეგ, რასაც თქვენ მეკითხებით, მთავრობის პროპაგანდაა და თქვენ ამას ციტირებთ, რაც თქვენი უფლებაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რა იყო დალაგებული „ქართულ ოცნებასთან“, რადგან როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, მას ეგონა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყველაფერი დალაგებული იყო და იყო თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ კულუარული მოლაპარაკება, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო საკონსტიტუციო ცვლილება, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აქამდე არავითარი მოლაპარაკება არ ყოფილა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით, ის ახლა მიმდინარეობს.

„პირველი შეხვედრა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით შედგა. არც ეს არ უნდოდათ, მაგრამ იძულებულნი არიან, იქ იყვნენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” აგრესიულ აქტივისტებს შორის ერთერთი სოსო გოგაშვილის შვილია
შემდეგი სტატიაივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ეროვნული ამოცანაა