გიგა ბოკერია: ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს არ სჯის

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრებია გავრცელებას ეხმაურება და აცხადება რომ ხელისუფლება დამკვეთებს არ ეძებს:
’’ამ საკითხებში ხელისუფლებას ნულოვანი ნდობა აქვს. წლებია გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის საჯარო სივრცეში პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ასეთი მომენტები დგება როცა საკუთარ გუნდში ხელისუფლებას ვინმეს შერისხვა უნდა. ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღეთ პასუხი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ახლა როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს.
ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს რომ ხელისუფლების მიზანი ისრების გადატანაა. ხელისუფლება არ ებრძვის რეალურ დამკვეთებს, არც იმათ ვინც ეს სიბინძურის მანქანა ამოქოქა
მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ იდგა ამ საზიზღარი მანქანის უკან და ეხლა როდესაც საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა , ჩვენ ვიღებთ რეაქციას,რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ხდება და რათქმა უნდა ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პიარის და ისრების გადასატანდ ქონდა და ეს ხელისუფლება არანაირად არ ებრძვის რეალურ არც დამკვეთებს , არც იმათ ვინც ამოქოქა ეს სიბინძურის მანქანა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ ეს აძლიერებს ეჭვებს კავშირზე თვითონ პოლიტიკური ხელისუფლებისა ამ ყველაფრის გაკეთებასთან . თავისთავად ეს ნაბიჯი რომ ოპოზიციის აქტივისტები აღმოჩნდნენ მათი პიარის მთავარი ობიექტი.’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ბუნებრივი აირის გაჟონვის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება
შემდეგი სტატიაპირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გააუმჯობესებს