გიგა ბოკერია : ხელისუფლება ჩვენ ხარჯზე იღებს სესხს და მერე ეს იფლანგება ან კორუფციულად რიგდება

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

ჩვენს ხარჯზე იღებენ სესხს და მერე ეს იფლანგება, ან კორუფციულად რიგდება. არ აქვს მნიშვნელობა, კორუფციასაც რომ არ ჰქონდეს ადგილი, ეს არის დამღუპველი დამოკიდებულება და სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ ეს ტვირთი გაყვება ქვეყანას, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის თანახმადაც, 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ეს ყველაფერი ქვეყანას ძვირი დაუჯდება.

„ეს არის ტიპური მაგალითი ამ ხელისუფლების მართვის შედეგებისა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ჩვენგანის ხარჯზე ხდება ჩვენი სახსრების გაფლანგვა და ამაზე სისხლის სამართლებრივად კი არა, პოლიტიკურადაც არავინ აგებს პასუხს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი მავნებლურია მიდგომა, როდესაც ნებისმიერი მთავრობა და განსაკუთრებით ეს მთავრობა თვლის, რომ ბიზნესზე, მეწარმეებზე, ადამიანებზე უკეთ შეუძლია განკარგოს ჩვენი ფული. ჩვენს ხარჯზე იღებენ სესხს და მერე ეს იფლანგება ან კორუფციულად რიგდება. არ აქვს მნიშვნელობა, კორუფციასაც რომ არ ჰქონდეს ადგილი, ეს არის დამღუპველი დამოკიდებულება და სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ ეს ტვირთი გაყვება ქვეყანას. მაოხრებელი გზირივით იქნებიან, თვითონ წარსულს ჩაბარდებიან, მაგრამ ამ ტვირთს დაგვიტოვებენ. ეროვნული ამოცანაა, რომ ახლა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვალოს, რომ ეს მავნე პრაქტიკა აღარ გაგრძელდეს საერთოდ იმიტომ, რომ ძვირი უჯდება ეს ქვეყანას. განსაკუთრებით ამ პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის და მძიმე მდომარეობის შედეგად ეკონომიკაში“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადდა აღნიშნულია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელიამ დამოუკიდებლობის დღე სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში აღნიშნა