გიგა ბოკერია: ივანიშვილს არ უნდა მივცეთ საშუალება, ქვეყნის გამოკეტვით გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს

იმ გამოკეტვამ, რაც ჩვენ გაზაფხულზე ვიხილეთ, ხალხს უმძიმესი დარტყმა მიაყენა და ყველა ასეთი გამოკეტვა არის ათიათასობით ოჯახისთვის უზარმაზარი ზიანის მიყენება, ამიტომ ამის საშუალება ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მივცეთ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ქვეყნის გამოკეტვა, რაც ვიხილეთ გაზაფხულზე, არ იქნა გამოყენებული იმისთვისაც კი, რომ მომზადებულიყვნენ მეორე ტალღისთვის, მთელი ეს პერიოდი ივანიშვილმა თვითკმაყოფილებისთვის გამოიყენა, არ შეუძენიათ კოვიდსაწოლები, მოუმზადებლები არიან და აქედან გამომდინარე, სრული პანიკა აქვთ. თითქოს არ იმჩნევენ, მაგრამ კარგად ვიცით, როგორ იქცევა “ქართული ოცნება” პანიკაში, – თქვა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას “პოლიტიკური კლოუნი” უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან დებატებზე არავინ დადის, ანუ, ხალხს არავინ ეუბნება, რას აპირებენ და რას პირდებიან.

შეგახსენებთ, დღეს გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ქვეყნის ჩაკეტვას, ე.წ. ლოკდაუნს გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: მინდა, მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ჩვენ – რიგითი ადამიანები და არა სისტემა, ვქმნით ქვეყანას! სწორედ ჩვენ ვართ სახელმწიფო! მხოლოდ ჩვენ გვაქვს ძალა. და სწორედ ჩვენ – მე, შენ, ის დავძრავთ საქართველოს