გიგა ბოკერია : ივანიშვილმა გამოუშვას პოლიტპატიმრები და თუ უნდა ნუ დაარქმევს პოლიტპატიმრებს

– ამერიკელი სენატორები და კონგრესმენების გზავნილებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.

ბოკერია აცხადებს, რომ აუცილებელია მმართველმა პარტიამ და მისმა თავმჯდომარემ შეასრულონ ყველა პირობა, რომელსაც 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებს.

“შეერთებული შტატების მთლიანად და მე ვიტყოდი საქართველოს ყველა მეგობრისა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია არის ერთი და იგივე. ივანიშვილმა უნდა შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც დადო ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე. გამოუშვას პოლიტპატიმრები და თუ უნდა ნუ დაარქმევს პოლიტპატიმრებს, შეცვალოს საარჩევნო სისტემა. მერე უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად ნორმალური არჩევნები, მერე ივანიშვილი უნდა შეეგუოს ქართული საზოგადოების ვერდიქტს, მერე უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი ჯიმ რიშის განცხადებაზე – კობახიძე ითხოვდა განმარტებას და მან ეს განმარტება მიიღო – საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატიაკორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია საკარანტინო ზომების ნელი მოხსნა – ჯანმოს ხელმძღვანელი