გიგა ბოკერია : ივანიშვილის გარემოცვის კლოუნები მისულები იყვნენ სტადიონზე, ხალხი კი დააჯარიმეს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია “სამარცხვინოს” უწოდებს ეროვნული ნაკრების გუშინდელი თამაშის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, გულშემატკივრების დაჯარიმების ფონზე ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილის გარემოცვა პრივილეგიებით სარგებლობს:

“სამარცხვინო იყო ის ფაქტი, რაც მოყვა ამას – იმ ხალხის დაჯარიმება, რომლებიც საგულშემატკივროდ იყვნენ მისულნი მაშინ, როცა ივანიშვილის გარემოცვიდან სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნები მისულები იყვნენ სტადიონზე, რათა ეჩვენებინათ ხალხისთვის, როგორ გულშემატკივრობდნენ გუნდს. მხოლოდ ამის პრივილეგია ჰქონდათ და ჩვეულებრივ ადამიანებს ამ დღესაც კი 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ეს არის ფაქტობრივი დემონსტრირება, რა სამარცხვინო და არაადეკვატურია ივანიშვილის რეჟიმი და მათ შორის რატომაა ეროვნული ამოცანა მისი შეცვლა”,-თქვა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებისგან განსხვავებით ქართული ოცნების ლიდერები სტადიონის ტრიბუნიდან უყურებდნენ ნაკრების თამაშს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა : ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი დაიწყო
შემდეგი სტატიაგრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია, სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება – საკოორდინაციო საბჭო