გიგა ბოკერია: ივანიშვილი ხვდება, რომ არჩევნებს წააგებს

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ივანიშვილის გუნდმა, ქვეყანა მიიყვანა უფსკრულის პირას, ახლა ხვდება რომ წააგებს არჩევნებს და ბოდვას გვთავაზობს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი და ივანიშვილის გუნდი, რომელმაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა და რომლისგანაც ოთხი წელი, მავნებლობისა და უნიათობის გარდა არაფერი გვინახავს, ახლა ხედავს, რომ არჩევნებს წააგებს და მორიგად, ბოდვას გვთავაზობს. ეს არის პირველი შემთხვევა – დაწყებული საბურავებით და გაგრძელებული ჭიკაიძით. ახლა ამაში ე.წ. პრემიერ-მინისტრიც ჩაერთო. ეს მთავრობა იმისთვის აირჩიეს, რომ საქმისთვის მიეხედა და ამის ნაცვლად, აი ამ აბსურდს ვისმენთ. ეს ყველაფერი 8 ოქტომბრის შემდეგ დამთავრდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები.

ბრძანების შესაბამისად, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს, რათა ყველანაირი რადიკალიზაცია თავიდან ავიცილოთ”
შემდეგი სტატიაჯაბა სამუშია „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს