გიგა ბოკერია: იუნკერებისა და სხვათა მსხვერპლმა მოგვცა დღეს შანსი, შევასრულოთ ისტორიული ამოცანა

იმ მსხვერპლმა, რაც იუნკერებმა გაიღეს და ყველამ, ვინც მაშინ ქართველი ხალხის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ევროპულ არჩევანს, თავისუფლებასა და ღირსეულ ცხოვრებას ჩაუყარა საფუძველი, მოგვცა ჩვენ შანსი ახლა, მას შემდეგ, რაც დაინგრა ბოროტების იმპერია, საბჭოთა კავშირი, ჩვენ შევინარჩუნოთ, შევქმნათ თავისუფალი საზოგადოება.

მათი ხსოვნა და პატივის მიგება დღეს არის ამ ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება, რომ სრულფასოვანი წევრები გავხდეთ თავისუფალი სამყაროს და აღარასდროს აღარ მივცეთ არცერთ ტირანიას შანსი, რომ წაგვართვან ჩვენი თავისუფლება ”
ევროპულმა საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ამის შესახებ კოჯორში 1921 წელს საბჭოთა წითელ არმიასთან ბრძოლის დროს დაღუპულთა მემორიალისთვის პატივის მიგების დროს ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია The Washington Times-ში- შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს
შემდეგი სტატიართული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა