გიგა ბოკერია – გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა საზოგადოებისთვის სილის გაწვნა და პოლიტიკური ომის გამოცხადებაა

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა საზოგადოებისთვის სილის გაწვნა და პოლიტიკური ომის გამოცხადებაა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ამაზე მშვიდობიანი და მწვავე პროტესტით მიიღებს პასუხს.

„ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. ხელისუფლებას ეს ვერ იხსნის. ამაზე პასუხს მიიღებს მშვიდობიანი და მწვავე პროტესტით, რაც მთავარია, არჩევნებზე უმძიმეს პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან. ცუდია, რომ ამ კაცმა თავისი მოღვაწეობით მკაფიო დემონსტრირება მოახდინა, ფეხებზე როგორ კიდია საზოგადოება, ზიანი მიაყენა ქვეყანას და რისკები გაზარდა. ასეთი დისკრედიტაციისა და დაცემის შემდეგ, რაც „გავრილოვის ღამის“ მერე მოხდა, ამ სახის ექსცენტრიული ადამიანები, ოლიგარქები სასოწარკვეთისგან რადიკალიზაციაზე მიდიან, შესაძლოა, რადიკალიზაციაში ხედავს ძალაუფლების შენარჩუნების შანსს, მწარედ ცდება. ქვეყანას აზიანებს მორიგ ჯერზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს გიორგი გახარია დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიდღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია “სირცხვილია” გაიმართება
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი – სექტემბერში „საზღვარზე“ რუსეთთან ერთობლივი რეიდების ჩატარება იგეგმება