გიგა ბოკერია განათლების მინისტრს – თქვენი სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, რომ მათ გარეშე მოსწავლეები ცოდნას ვერ იღებენ

region
ავტ.: region თებერვალი 7, 2019 15:39

გიგა ბოკერია განათლების მინისტრს – თქვენი სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, რომ მათ გარეშე მოსწავლეები ცოდნას ვერ იღებენ

თქვენ ამბობთ, რომ გამოცდები არ შეესაბამება სკოლებში მიღებულ ცოდნას, მაშინ გამოცდები შეცვალეთ, რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს?- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგა ბოკერიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, განათლების სამინისტროს სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, რომ მათ გარეშე მოსწავლეები ცოდნას ვერ იღებენ.

„თქვენ აღიარებთ, რომ თქვენივე გუნდის ექვსწლიანი მმართველობის შემდეგ სკოლებში კატასტროფული მდგომარეობა არის, მაგრამ ამის შემდეგ იწყებთ ჯვაროსნულ ლაშქრობას რეპეტიტორების წინააღმდეგ და ამბობთ, რომ ეს არის კორუფცია.

კორუფცია იყო მაშინ, როდესაც ეს რეპეტიტორები ისხდნენ გამოცდებზე და უნდა მისულიყავი მათთან, რომ მათ შენთვის ნიშანი დაეწერა არა ცოდნის გამო, არამედ იმიტომ, რომ ფული გადაუხადე. ახლა პრობლემა არის ის, რომ ვისაც რეპეტიტორების ფული არ აქვს, აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში, რადგან სკოლა არ აძლევს მათ განათლებას.

დამატებითი ცოდნის მიღებაში ფულის გადახდა კი არ არის პრობლემა, ეს ნორმალურია. სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, რომ რეპეტიტორების გარეშე ვერ იღებენ მოსწავლეები ცოდნას. თქვენ ამბობთ, რომ გამოცდები არ შეესაბამება სკოლებში მიღებულ ცოდნას. მაშინ გამოცდები შეცვალეთ! რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს? ერთი სიტყვა არ გაქვთ ნათქვამი იმაზე, რომ ვაუჩერი უნდა გაიზარდოს, რათა სკოლებს შორის კონკურენცია იყოს და სკოლებმა კვალიფიციური მასწავლებლები მოიზიდონ.

ამის ნაცვლად რაში ხარჯავთ გადასახადების გადამხდელების ფულს? დამატებით ბიუროკრატიას ქმნით და რაღაც რვა კონსულტანტს უნიშნავთ ამ საპილოტე პროგრამებს“,- განაცხადა ბოკერიამ

region
ავტ.: region თებერვალი 7, 2019 15:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics