გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„მე ვამბობდი, დააზუსტოს-მეთქი, ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო კომენტატორმა იხუმრა, მომეწონა. მან თქვა, მიმითითეთ, თუ შეიძლება, სად არის ბატონი ვაშაძის მეორე განცხადების დაზუსტების ოქმიო, ამით ნათქვამია ყველაფერი. თავისთავად, თუ პოზიცია მყარია, ძალიან კარგია, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს.

თუ მისი და მისი გუნდის პოზიცია მყარია, ძალიან კარგია, რადგან ეს პრინციპული საკითხია „ევროპული საქართველოსთვის“ და იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც აქ იყვნენ. აუცილებელია, რომ ამ საკითხში, ისე როგორც დანარჩენ ორ საკითხში, გვქონდეს მყარი პოზიცია, არანაირ რყევებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი არა ჩვენი პარტიული ინტერესის გამო, არამედ იმის გამო, რომ ყველაფერი დანარჩენი სხვა ჩვენ ქვეყანას უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას განმარტებით, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება.

„სანამ გონს არ მოვა ივანიშვილი, მანამდე გაგრძელდება სამოქალაქო, მშვიდობიანი პროტესტი, როცა გონს მოვა, მაშინ, დიახ, დიალოგის მეშვეობით უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებაზე შეთანხმება“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ვაშაძემ პარტიებს მიმართა, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

ამასთან, პარტიებმა – „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „ლელო“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პარტიები არ აპირებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და პარლამენტში შესვლას.

banner
წინა სტატიაშიეს შავი სამყაროც ჩამოყალიბდეს, შავია თუ წითელი – ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატია“”ეს შეზღუდვები, რომლის დაწესების უფლებაც მიეცა მთავრობას და დელეგირება მოხდა მთავრობაზე, იყო თავისთავად მიღებული არასწორად”