გიგა ბოკერია : „ევროპული საქართველო“ ივანიშვილის და სააკაშვილის პროპაგანდის თავდასხმის ქვეშ არის

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2020 13:25

გიგა ბოკერია : „ევროპული საქართველო“ ივანიშვილის და სააკაშვილის პროპაგანდის თავდასხმის ქვეშ არის

სააკაშვილს და მის გარემოცვას სურს დაბრუნება 2012 წლამდე პერიოდის წარსულში და ამ ნოსტალგიით არიან შეპყრობილნი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ის ლიდერი იყო, ჩვენ, „ევროპული საქართველოს“ მნიშვნელოვან ნაწილს გააზრებული გვაქვს რა იყო არასწორი და რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ქუთაისში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ივანიშვილის და სააკაშვილის პროპაგანდის თავდასხმის ქვეშ არის.

„ივანიშვილი და მისი გარემოცვა – პოლიტიკური კლოუნები, ცდილობენ შეინარჩუნონ დღევანდელი ჭაობი, რომელიც კატასტროფას უქადის ჩვენი ქვეყნის მომავალს. ყველგან ერთი და იგივე სურათია უიმედობის, ფეხებზე დაკიდების და იმისი, რომ დღევანდელი ვითარება არანაირ შანს არ აძლევს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს წინსვლისთვის. გარდამტეხი ცვლილებები სწორედ იმაშია, რომ მხოლოდ უკან კი არ ვიყუროთ და მხოლოდ ივანიშვილი კი არ ჩამოვიცილოთ, არამედ გვქონდეს სწორი გეგმა, გეზი და კომპასი, რაც არის ჩვენს ხელშეკრულებაში, ჩვენს ვალდებულებათა ბარათში. „ევროპული საქართველო“ ორივე მხრიდან თავდასხმის ქვეშ არის. ოცნების და ივანიშვილის პროპაგანდა ჩვენზე იძახის, რომ იგივე „ნაციონალური მოძრაობააო“ და სააკაშვილის პროპაგანდა იგივე ნიაღვარით გვაბრალებს შეკვრას „ოცნებასთან“. ვალდებულებები, რაც ჩვენ ავიღეთ, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური თვალსაზრისით, არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას მივიტანთ თითოეულ მოქალაქემდე და შემდეგ გარდამტეხ ცვლილებებს განვახორციელებთ ივანიშვილის დამარცხებასთან და სააკაშვილის პრემიერად არ მოსვლასთან ერთად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2020 13:25