გიგა ბოკერია – ევროპარლამენტართა წერილზე ივანიშვილის გუნდის პირველი რეაქცია მათი მტრებად გამოცხადება იყო, ახლა პრემიერმა თითქოს ჭკვიანური გზა აირჩია

ევროპარლამენტარების წერილზე ივანიშვილის გუნდის პირველი რეაქცია ამ ადამიანების მტრებად გამოცხადება იყო, რომლებიც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები არიან, ახლა პრემიერმა თითქოს უფრო ცივილიზებული და ჭკვიანური გზა აირჩია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერაიმ აღნიშნა, მამუკა ბახტაძე მიხვდა, რომ ევროპარლამენტარების მტრებად გამოცხადება აბსურდი და დამაზიანებელია.

„ბახტაძემ თქვა, რომ ყველა რჩევას მივიღებთ, ოღონდ აქაც, ივანიშვილის გუნდი და პრემიერ-მინისტრი ვერ გამოძვრება, მხოლოდ ლიტონი სიტყვებით. ჩვენ ყველამ, ქართულმა საზოგადოებამ პირველ რიგში და საქართველოს მეგობრებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა ვნახოთ. პირველ რიგში კერზაიას საქმეზე ნაბიჯები სწრაფად უნდა გადაიდგას. საუბარი იმაზე, რომ წამზომი ჩართულია, რადგან აქამდე ვხედავდით, რომ ჩაფარცხვის პოლიტიკური ნება იყო. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს ნება შეიცვალა და ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება. მხოლოდ კატასტროფული გზავნილის შესწორებით, რომელიც ივანიშვილის გუნდს თავიდან ჰქონდა. ჩვენი მთავრობა ამ უმძიმეს შემთხვევასთან დაკავშირებით ფონს ვერ გავა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიალევან იზორია – ისეთი განცდა უნდათ შექმნან, თითქოს მე საქმიანობა 22 წლის ასაკში კი არა, 2012 წელს დავიწყე