გიგა ბოკერია-ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ რატომ მიიღო ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენების 1 თვის ვადით გადავადების გადაწყვეტილება. შეკითხვით მან პრემიერს მიმართა, რომელიც ყოველწლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში წარსდგა და ამ წუთებშიც იქ იმყოფება.

მისი განცხადებით, ევროკავშირი იხილავს ქვეყნების სიას, სადაც იმ ქვეყნების ჩამონათვალი იქნება, რომელთათვისაც რეგულარული ფრენებისთვის ევროკავშირის სივრცე გაიხსნება, ყველა ინფორმაციით საქართველოსთვისაც იგეგმებოდა საჰაერო სივრცის გახსნა, თუმცა ხელისუფლებამ ფრენები აღდგენა 1 თვით გადაავადა.

ბოკერიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

„ბატონო პრემიერო, თქვენი გამოსვლისას რიხიანი სადღეგრძელო მოვისმინეთ, რომ კოვიდის პანდემია უნდა ვაქციოთ შესაძლებლობადო. ერთი საკითხია, რაზეც მკაფიო და გონივრული პასუხი გვინდა მოისმინოს საზოგადოებამ. ევროკავშირი იხილავს, რომელ ქვეყნებს გაუხსნას რეგულარული ფრენებისთვის თავისი სივრცე. ყველა ინფორმაციით, რაც მედიაში გავრცელდა, დადებითად გადაწყდება საკითხი საქართველოსთვის, რაც ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ თავისუფალი სამყარო ხელს გამოგვიწვდის.

“ამის პარალელურად, თქვენმა მთავრობამ გუშინ გამოაცხადა, რომ კიდევ 1 თვით ხურავს რეგულარული ფრენებითვის საჰაერო სივრცეს. აგვიხსენით რას ერჩით ხალხს, ბიზნესს, მეწარმეებს და მოქალაქეებს? უმძიმესი მდგომარეობაა და უნდა დავეხმაროთ და მეტი შესაძლებლობა იყოსო. ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის? მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდვითარება არის კარგი. რითი აიხსნება ეს პოლიტიკური სიბრიყვით თუ რამე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვს?“, – აცხადებს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – არ დავიღლები და მოვითხოვ პასუხს, ვიდრე ჩემთან დაკავშირებით დაგეგმილ დანაშაულზე კონკრეტულ სახელს და გვარს არ გავიგებ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – შეიქმნა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პენსიონერებისთვის ყოველწლიურად პენსიის ზრდას