გიგა ბოკერია – ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება

ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს ასეთ ცალსახა ვითარებაშიც კი გადახედოს იმ კურსს, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 9 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდნას.

ბოკერიას თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ეს ვითარება ქვეყანაში დიდხანს ვერ გაგრძელდება.

„ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს, რომ ასეთ ცალსახა ვითარებაშიც კი, როდესაც საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის სრული კონსენსუსია, ამ საკითხშიც კი სერიოზულად მზად იყოს, რომ გადახედოს იმ კურსს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ჩიხში და რომელიც ანგრევს ჩვენს ინსტიტუტებს. აქაც კი ასე უტიფრად იქცევა. მაგრამ დღევანდელმა დღემაც გვაჩვენა და კონკრეტულმა ციფრებმაც, რომ ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება და ჩვენი „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამას რაც შეიძლება მალე მოვუღოთ ბოლო დემოკრატიულად და მშვიდობიანად,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშირა კობახიძე, რა მურუსიძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი
შემდეგი სტატიაკობახიძე აღმოჩნდა, როგორც კლანის ძირითადი ლობისტი პარლამენტში – ანა დოლიძე