გიგა ბოკერია : “ეს იყო კლოუნადა, რომელზეც სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ეს იყო კლოუნადა, რომელზეც სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
“ეს იყო კლოუნადა, რომელზეც სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. 8 ოქტომბერს არის არჩევნები. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია, ქართველი ხალხი ივანიშვილმა გადააგდო და უტიფრად ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, ეს გაუგებრობა არის და ყველაფერი 8 ოქტომბერს დასრულდება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ “თავისუფალი ზონის” ყოფილ წევრ ბესო კალაძისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ აყალბებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია “რუსთავი 2” და კომპანია GFK.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობაზე” – ,,მელამ თავის კუდი დაიმოწმაო, როგორ ყველაფერი უკუღმა აქვთ დაყენებული ამ საცოდავებს“
შემდეგი სტატიაივანიშვილი : რაღაც ჭორებს ავრცელებნ ჩემზე გარბისო ამ სიცრუით უნდათ შეურაცხყოფა მომაყენონ