გიგა ბოკერია: ეს დემოკრატიის კრიზისია, ესაა ქართული ოცნების სახე

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

,,ეს დემოკრატიის კრიზისია, ესაა ქართული ოცნების სახე. არჩევნები წააგეს ბორჯომის საკრებულოში და ამას პასუხობენ დაუფარავი და უტიფარი ძალადობით’’ – ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

,,მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მატებაზე არ თანხმდება საკრებულო, რომელმაც დემოკრატიულად მოუგო მათ არჩევნები ყველა მეთოდის მიუხედავად, რომელიც ოცნებამ გამოიყენა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ახალ შს მინისტრს, რომელმაც ბევრი ისაუბრა კანონის უზენაესობაზე. როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ საკრებულოს წევრებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ ჩავიდნენ, რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია?! ყოველთვის, როდესაც პრემიერ მინისტრის და ივანიშვილის ხელისუფლების სხვა წევრები მაღალფარდოვანი ტერმინებით გვესაუბრებიან დემოკრატიაზე, აგერ არის მაგალითი – სადაც არჩევნები წააგეს, მოსყიდვის მიუხედავად, იქ ამ წაგებას არ ეგუებიან და პასუხობენ ძალადობით. ეს არის სამარცხვინო და ძალიან დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“დაე სხვებიც ჩაძაღლდენენ… ის პირველი დაკავებული არ არის და იმედი მაქვს არც ბოლო”- “ეს არის ტექსტი,რომელსაც სეპარატისტები ნაომარ ბიჭებს უგზავნიან !”
შემდეგი სტატიასობჩაკმა ჟირინოვსკის წყალი შეასხა (ვიდეო)