გიგა ბოკერია: ეს არის ერთადერთი სწორი ჩარჩო

შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი ძალიან დადებითი შთაბეჭდილება პრეზიდენტ მიშელის ინიციატივასთან დაკავშირებით და იმ ჩარჩოსთან დაკავშირებით, რომლის ნაწილია ყველა საკვანძო საკითხი – საარჩევნო რეფორმა, სასამართლო. ამ კონტექსტში საკვანძო, ვგულისხმობ პოლიტიკური მართლმსაჯულებას და დაპატიმრებებს, ეს არის ერთადერთი სწორი ჩარჩო, რომლითაც შეიძლება წავიდეთ. მე არ მინდა მოლოდინებზე საუბარი, ძალიან კარგია, რომ იმ ამოცანების შესრულებაში, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ჩვენ მხარი დაგვიჭირა აშშ-სთან ერთად ჩვენი მთავრი სტრატეგიული პარტნიორის ასეთმა მაღალი თანამდებობის პირმა.

„მთავრობას აქამდე ჰქონდა არახელსაყრელი პოზიცია. შარლ მიშელის ჩარევით კი ახლა გვაქვს პოზიტიური საწყისი წერტილი. პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ ეს არ არის კვირები და თვეები, შემდეგ დღეებში უნდა ვნახოთ პროგრესი. ნიკა მელიას და სხვა საკითხების გადაჭრის გარეშე კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ამ ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხები არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა. ფაქტი ისაა, რომ პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით ამ ჩარჩო დოკუმენტში შედის ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არ არის გადადებაზე საუბარი, ეს უნდა მოხდეს დღეების განმავლობაში, ეს არის თვითონ პრეზიდენტი მიშელის სიტყვები. მშვიდობიანი აქციები, ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტური ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების, ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა, მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შარლ მიშელის ჩარევით ახლა გვაქვს პოზიტიური საწყისი წერტილი. პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ ეს არ არის კვირები და თვეები, შემდეგ დღეებში უნდა ვნახოთ პროგრესი. ნიკა მელიას და სხვა საკითხების გადაჭრის გარეშე კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ამ ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხები არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა. ფაქტი ისაა, რომ პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით ამ ჩარჩო დოკუმენტში შედის ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არ არის გადადებაზე საუბარი, ეს უნდა მოხდეს დღეების განმავლობაში, ეს არის თვითონ პრეზიდენტი მიშელის სიტყვები. მშვიდობიანი აქციები, ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტური ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების, ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა, მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: შეხვედრაზე ექვსპუნქტიანი დოკუმენტი შეადგინეს, რომელზე მუშაობაც გაგრძელდება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს ჩვენს ხალხს