გიგა ბოკერია – ეროვნული ამოცანაა ქვეყნისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას

ეროვნული ამოცანაა, ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მერე ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და მერე დავიწყოთ გამოსვლა ამ კრიზისიდან”, -ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ბოკერიას თქმით, “ევროპული საქართველო” უერთდება 15 მაისის ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, “მაგრამ იქამდე არანაკლებ მნიშვნელოვანია “ევროპული საქართველოსთვის” და ყველა პოლიტიკური ძალისთვის რეგიონებში შეხვედრები და აქციები.

„იქამდე შესაძლოა უამრავი სპონტანური აქცია იყოს, მათ შორის გამორიცხული არ არის თბილისშიც, თუმცა შემაჯამებელი აქცია 15 მაისს, თბილისში გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხედავთ ვითარებას, როდესაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე, ივანიშვილის რეჟიმი ჯერ არ ექვემდებარება საკუთარი საზოგადოების ზეწოლას, ასევე თავისუფალი სამყაროსი, ძალაუფლება უზურპირებული აქვს მოპარული არჩევნებით, პოლიტიკური რეპრესიებით, პოლიტიკური პატიმრებით და საქართველოს თავისუფალი სამყაროსკენ სტრატეგიული კურსის ეროზიით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ მიმართულებით ვერ წავა, იმიტომ, რომ მისთვის მთავარი ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა. ეს ფასი ძალიან მძიმეა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ამიტომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მერე ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და მერე დავიწყოთ გამოსვლა ამ კრიზისიდან.”ევროპული საქართველო” ამ პროცესის აქტიური მონაწილე იქნება ყველა ეტაპზე, ისე როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, იქამდე ყველა აქციაზე იმ მოქალაქეებს, ვისაც ესმის,რომ ახლა მნიშვნელოვანია პროტესტის მშვიდობიანად გამოთქმა, ვეპატიჟებით და მოვუწოდებთ, რომ ყველა ამ მშვიდობიან აქციაში მიიღოს მონაწილეობა. საბოლოდ კი, ასევე მონაწილეობა მიიღოს 15 მაისს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე”, -განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, კრიზისისა და “ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის დღე ქვეყანას უმძიმეს ფასად უჯდება“. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, არსებობს ორი ინსტრუმენტი: საზოგადოების მწვავე პროტეტი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ქართველი ხალის მოკავშირეებიდან ზეწოლა.

“ეს არის ორი ინსტრუმენტი,რომელიც უნდა გამოვიყენოთ,რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულ ვადებში ამ რეჟიმის ძალაუფლებისგან ჩანოსაცილებლად”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, პროტესტის პარალელურად ოპოზიციას კომუნიკაცია ექნება დასავლელ პარტნიორებთან.

banner
წინა სტატიაშირამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე ?
შემდეგი სტატიაექსპერტები ვაშლიჯვარზე – მეწყერი არსად გამჩერებელი არაა, ყველა სამუშაო უნდა შეჩერდეს