გიგა ბოკერია – ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს არ აქვს ვეტოს უფლება

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს არ აქვს ვეტოს უფლება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც ეკლესიასთან და სასულიერო პირებთან დაკავშირებით მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

„საზოგადოების ნებისმიერ წევრს და მათ შორის სასულიერო პირებსაც სრული უფლება აქვთ პოზიცია ჰქონდეთ ნებისმიერ მიმდინარე მწვავე დისკუსიაში, მაგრამ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს არ აქვს ვეტოს უფლება. ასევე პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც სალომე ზურაბიშვილი, ეკლესიისა და რელიგიური გრძნობების გამოყენება ჩემთვის არის მიუღებელი,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს ქუთაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაკოსმოსური კონსტრუქციების 70%-ის იდეა ქართველ მეცნიერებს ეკუთვნით!