გიგა ბოკერია – ძველი ანეკდოტია ერთი – მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო

ძველი ანეკდოტია ერთი – მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, აღნიშნულ ცვლილებებს სერიოზულად არავინ განიხილავს.

“ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია – მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო. აი, ამას მაგონებს ეს ყველაფერი. სერიოზულად არავინ არ განიხილავს ამ გადაადგილებებს. ჩვენ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვართ, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილის გუნდმა. განსაკუთრებით ბოლო არჩევნებით, როცა პირდაპირ მიაყენეს შეურაცხყოფა საქართველოს მოქალაქეებს იმით, რა ფორმითაც ის ჩატარდა. აქედან გამოსვლის გზაზე აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო სისტემის შეცვლა, შემდგომში ერთპიროვნული მმართველობის დემოკრატიული გზით დამთავრება და ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაყენება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატია,,გავრცელებული ფოტოზე ასახული სიმონ ჩიქოვანის გზის მონაკვეთი არარის განკუთვნილი საფეხმავლოდ და ქვეითად მოსიარულეებისთვის”