გიგა ბოკერია – დღეს ინტერპელაციაზე სისულელეების კასკადი მოვისმინეთ

ჩემთვის ეს იყო ძალიან ცუდი ნაზავი პოლიტიკური უსუსურობის და უტიფრობის ერთად, ღარიბაშვილის და წულუკიანის რაღაც პოლიტიკური ნაჯვარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინტერპელაციასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას შეფასებით, ეს იყო არა „ევროპული საქართველოსა“ და პარლამენტის, არამედ საზოგადოების უპატივცემულობა.

„ეს არის უპატივცემულობა არა ოპოზიციის, არა „ევროპული საქართველოსი“ ვინც პრემიერი მოიწვია, არამხოლოდ პარლამენტის, არამედ საზოგადოების. ადამიანი მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს ასე უტიფრად არ იძლევა უბრალოდ, ან სპეკულაციად ნათლავს ისეთ საკითხს, როგორც არის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა. როდესაც ვეკითხები, სამი წლის თავზე რატომ არ აქვს ბრალი წაყენებული პირებს, ვინც ვიდეო ფირზე ჩანან, ამაზე პასუხს ვიღებთ, რომ ნუ სპეკულირებთო, რაშია სპეკულირება. იგივე შეიძლება ითქვას „თიბისის“ საქმეზე, რატომ ბიძინა აბრალებთ ივანიშვილს წყნარ ოკეანეში ცუნამის შექმნასო, რაღაც სისულელეების კასკადი მოვისმინეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ორი ინტერპელაცია შედგა. მამუკა ბახტაძე პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია.

banner
წინა სტატიაშიხან აცხადებთ ტექნიკურ შესვენებას, ხან არა, ასე არ გამოვა – კამათი ბოკუჩავასა და ჩუგოშვილს შორის
შემდეგი სტატიადმიტრი დბარი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დაასახელებს