გიგა ბოკერია: ჩვენი ამოცანაა, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდად ჩაიაროს

ჩვენი ამოცანაა, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდად ჩაიაროს და ამ ადამიანებს დღეს მაინც მიეცეთ საშუალება მშვიდად განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბიოკერიამ მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას აკვირდება.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფებამ განსაკუთრებით მარნეულის აღნიშნულ ოლქში დაშინებისა და მუქარის მიზნით განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია.

„განსხვავებით სხვა ადგილებისგან, აქ სპეცოპერაცია ჩაატარეს თითოქოსდა ძალადობის ჩამდენთა დასასჯელად, თუცა სინამდვილეში ამოცანა იყო ამ ხალხის დაშინება და ჩვენ გვინდა, რომ მათ დღეს მაინც ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი მარტოები არ არიან და უნდა განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნები ცივილიზებულად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგანმუხურში, 38-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის 2 საჩივარია დაწერილი