გიგა ბოკერია : ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში დაიბარა. ევროპული საქართველო განმარტებებს ითხოვს ჟენევის ფორმატში კონსულტაციების მომდევნო რაუნდზე დაგეგმილი დოკუმენტის ძალის არგამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერის დეტალებზე.
,,ჟენევის ფორმატში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც შექმნის ცრუ განცდას, რომ თითქოს პროგრესი გვაქვს მაშინ, როდესაც გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო საზარელი მკვლელობის ფონზე და ზოგადად რუსეთის დამოკიდებულების ფონზე, მითუმეტეს, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას საკუთარი პროპაგანდისტული პოზიციის და ვითომ სამართლებრივი პოზიციის გაძლიერების არ უნდა გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ, რაც ჯერ არ მომხდარა და ამაში მათშორის ჟენევის გამოყენება. მხოლოდ ჟენევა ამისთვის ვერ გამოდგება. ეს არის ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ’’ – თქვა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა საქართველოს საპასუხოდ უნდა აიღოს თავისი ვალდებულება – დავით დონდუა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი არჩილ ტატუნაშვილის სამძიმარზე მივიდა