გიგა ბოკერია: ჩვენი ამოცანა არ არის, რომ რაც შეიძლება კატასტროფული რამე ჩაიდინონ და მერე საბედისწერო რამ მოუვიდეთ იმათ, ვინც ამ სამარცხვინო რამეს ჩადის

„ იმედი მაქვს, რომ თავისთვის ამ საბედისწერო და ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯს ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერით, არ გადადგამენ. ის უტიფარი საბაბი, რაც დღეს გვესმოდა, რომ იძახდნენ კანონის უზენაესობას ვიცავთო, მინდა გაგახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როცა მელიამ ლეგიტიმურად მიმართა მანდატის შეჩერებაზე, თქვეს, რომ კანონს კი ვარღვევთო, მაგრამ პოლიტიკურად გვჭირდება და ამიტომ მანდატს არ მოვუხსნითო. დღეს კი, „გავრილოვის ღამის“ შემოქმედი ხელისუფლებისგან ოპოზიციის ლიდერის მიმართ არალეგიტიმურ, აბსურდულ ბრალდებაზე იშველიებს კანონის უზენაესობას ის ხალხი, ვინც კანონის უზენაესობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს გამოუთხარა ძირი. ეს არის უტიფრობა და თავხედობა მათი მხრიდან. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ რაც შეიძლება კატასტროფული რამე ჩაიდინონ და მერე საბედისწერო რამ მოუვიდეთ იმათ, ვინც ამ სამარცხვინო რამეს ჩადის. ჩვენ გვინდა, რომ ეს უმძიმესი დანაშაული არ ჩაიდინონ და მშვიდობიანი არჩევნებით დაგვანებონ თავი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: მე ვერ წარმომიდგენია ახლა ისე გაგიჟდეს “ქართული ოცნება”, ამ ოფისის შტურმი გადაწყვიტოს სპეცრაზმის, ან ომონის მეთაურობით
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი შესულია საქართველოს ისტორიაში სერგო ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეთა გვერდით