გიგა ბოკერია: ჩვენ აუცილებლად უნდა შევიდეთ პარლამენტში

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული. სხდომის დაწყებამდე გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და უნდა მიიღოს მონაწილეობა დაგეგმილ მეორე ტურებშიც:

„განიხილება ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი, არჩევნების მეორე ტურსა და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ. მსურს საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, მესმის ჩვენი ამომრჩევლების ერთი ნაწილის აღშფოთება, მე მყარად მჯერა, რომ მიუხედავად ამ არასამართლიანი არჩევნებისა, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში. ეს არის აუცილებელი იმ 500 ათასი ადამიანის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც მოგვცა ჩვენ ხმა. უნდა მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში ყოველ 7 წამში თხოვდება 15 წლამდე გოგონა
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე: რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ, რომ ჩვენ საჭიროებაში ამომრჩეველი დაგვერწმუნებინა