გიგა ბოკერია : ჩანს ისტერიის მაგალითები, რაც დამახასიათებელია გუნდისთვის, რომელიც ხედავს, რომ ძალაუფლებას კარგავს

admin
ავტ.: admin ივლისი 7, 2020 14:02

გიგა ბოკერია : ჩანს ისტერიის მაგალითები, რაც დამახასიათებელია გუნდისთვის, რომელიც ხედავს, რომ ძალაუფლებას კარგავს

ივანიშვილის გუნდი, მთავრობა და პერსონალურად ივანიშვილი აგრძელებენ ქვეყნის დაზიანებას შიგნით და გარეთ, ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

„იმის მაგივრად, რომ დაეწია წნეხი ჩვენი მოქალაქეებისთვის ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს; იმის მაგივრად, როცა ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები, სწრაფად გაეხსნა და მიეცა ჩვენი მოქალაქეებისთვის საშუალება, რომ სიღარიბეში არ გადავარდნილიყვნენ, ვხედავთ ნაბიჯებს, რომლებიც პირდპაირ ქვეყნისთვის ზიანის მიმყენებელია. ქვეყნის შიგნით ვხედავთ მცდელობას, რომ პარლამენტის კონტროლის გარეშე ჰქონდეს საგანგებო შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა და ვხედავთ, ახლა საკუთარი კონტროლი სასამართლოსთვის მისატანაც არ უნდათ, საქმეების დრო რომ არ გაეჭიმოთ. ისე უნდათ, რომ ჰქონდეს რეგულაციები, რომლებიც ყველა ლიცენზიანტს – ამაში შედის ინტერნეტპროვაიდერები და პოტენციურად მაუწყებლებიც, შეუზღუდონ თავისუფალი მოღვაწეობის შესაძლებლობა, დაუნიშნონ დროებითი მმართველი. ივანიშვილის გუნდის დამარცხების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით ყველა რეგულაციები, რომლებიც ჩვენს მოქალქეებს პრობლემას უქმნის, სიტყვისა და ეკონომიკის თავისუფლებას უზღუდავს, იქნება გაუქმებული და გადასახადი იქნება დაწეული.

წერია კანონპროექტში, რომ ახალი კანონი გამოყენება ნებისმიერის მიმართ. უნდათ, რომ დროის დაკარგვაც არ დაჭირდეთ, ისე შეაშინონ კომპანიები, რომ შეუძლიათ, უცებ გააკოტრონ ან მოუსპონ ეფექტური მოღვაწეობის შესაძლებლობა. ყველა ეს ნაბიჯები არის პოლიტიკური ისტერიის მაგალითი, რომელიც დამახასიათებელია იმ გუნდისთვის, რომელიც ხედავს, რომ ძალაუფლებას კარგავს. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ზოგადად სიტყვის თავისუფლებაზე, ინტერნეტის თავისუფლებაზე პოტენციურად და დამანგრეველი სიგნალი ნებისმიერი ინვესტორისთვის.

ჩანაწერი იძლევა საშუალებას, ნებისმიერ ლიცენზიანტსა და ნებისმიერ ავტორიზებულ სუბიექტს შეეხოს. ასეთია ჩანაწერი ახლა. რომც დააზუსტონ მერე, დღეს ონლაინ ასპექტი ნებისმიერი მედიისთვის არის საკვანძო. მედიისთვისაც რომ საკვანძო არ იყოს, ინტერნეტ ბიზნესში სასამართლო კონტროლის გარეშე ასე ჩარევის შესაძლებლობაც კი, არის წნეხი და ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის და არის დამანგრეველი პოტენციურად სიტყვის თავისუფლებისთვის.

ნორმალურ პროცესს პარლამენტში სანამ არ არის 8 მარტის შეთანხმება შესრულებული, „ევროპული საქართველო“ არ დაუბრუნდება, მაგრამ საპარლამენტო ტრიბუნას ჩვენ საჭიროების მიხედვით ვიყენებთ, მაშინ როცა ვთვლით რომ ეს იყოს ეფექტური და აუცილებელი და ეს კანონი შეიძლება ასეთი აღმოჩნდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რამე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში.

admin
ავტ.: admin ივლისი 7, 2020 14:02