გიგა ბოკერია: ბიუროკრატიისა და ფუფუნების შემცირებით პენსიების 50 ლარით ზრდა შესაძლებელია

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პენსიების 20 ლარით ზრდას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე.
პარტიის ინფორმაციით, მათ აქვთ  აქვს ზუსტი გაანგარიშება, რომ ბიუროკრატიისა და ფუფუნების შემცირებით პენსიის 50 ლარით ზრდა არის შესაძლებელი.
“ჯერ იძახდნენ, რომ ეს პოპულიზმია და შეუძლებელია პენსიის გაზრდა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე დავით სერგეენკო ისევ ამას იმეორებდა, ხოლო მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ პენსიები გაიზრდება. მათ 20 ლარი გადაუგდეს პენსიონრებს. ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას, რადგან ზუსტი გაანგარიშება გვაქვს ბიუროკრატიისა და ფუფუნების შემცირებით 50 ლარით ზრდა შესაძლებელია. თუ ამას არ გააკეთებენ, ამას ახალი მთავრობა გააკეთებს მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას გადავირჩევთ”, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმერიამ „უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარის უზრუნველყოფის წესი“ შეიმუშავა
შემდეგი სტატიაგორში მამაკაცს არასრულწლოვანთან ქორწინების გამო პატიმრობა ემუქრება