გიგა ბოკერია ამირან გამყრელიძის მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს“როცა მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ამხელა საფრთხე ემუქრება,ასეთ მომენტში აბსოლუტურად ბუნებრივია საზოგადოების კონსოლიდაცია. ასეთ კონსლიდაციას უკვე ვხედავთ კიდეც.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ ასეთ დროს უნდა შეწყდეს დისკუსია და ოპონირება იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავადგათ ამ საფრთხის დასაძლევად ან შესამცირებლად. ამავე დროს, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ადამიანსა თუ ჯგუფს უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ კონტექსტში მიმდინარე დისკუსიის ტონიც და პოლიტიკური ოპონირების მეთოდებიც ჩვეულებრივი ვითარებისგან განსხვავებული უნდა იყოს.

სამწუხაროა, რომ ქართულ ოცნებასთან აფილირებული ყალბი ამბების გვერდების და ფიგურების მხრიდან გრძელდება ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ნორმალური ვითარებისთვისაც კი შეუფერებელია. ამის მაგალითია ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების წინააღმდეგ ბინძური სიცრუის გავრცელება, რომ ჩვენ თითქოს აგრესიულად ვესხმით თავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ისეთ ფიგურებს, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლისას საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ.

ასეთი უტიფარი სიცრუეა თითქოს მე როდესმე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის დაპატიმრება მოვითხოვე. შესაძლოა და იმედია, რომ ამ აბსურდულ სიცრუეს ცოტა ადამიანი იჯერებს. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას და არა გაერთიანებას.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ახლა მაინც, თუნდაც დროებით, უარი თქვან საზოგადოებაში შუღლისა და აგრესიის დათესვაზე-აცხადებს გიგა ბოკერია

banner
წინა სტატიაშიერთი თვის მანძილზე ინფექციურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებს კომპანია „აქვა გეო“ უსასყიდლოდ წყლით მოამარაგებს
შემდეგი სტატიანეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დახმარებას ითხოვს