გიგა ბოკერია: ამ ნაბიჯით ივანიშვილმა გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

“ეს არ არის ურთმელიძის გადაწყვეტილება, ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება და ძალიან დიდი ნაბიჯია. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა გვითხრა, რომ საკონსტიტუციო სივრციდან გადის და დაახლოებით, როგორც აბსოლუტური მონარქიის დროს არის – “არ მაინტერესებს, რა გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ, არ მაინტერესებს, რა წერია კანონის მუხლში”. ეს ძალიან სახიფათო ნაბიჯია”–აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

"რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი", - ნიკა გვარამია

 

 
“აქ მარტო სიტყვის თავისუფლების და ქვეყანაში ინფორმაციის მთავარი წყაროს, რუსთავი ორის ხელში ჩაგდების საკითხი არ დგას დღის წესრიგში, რაც თავისთავად, უკვე საკმარისი ფასეულობაა იმისთვის, რომ საზოგადოება დადგეს ამის სადარაჯოზე. აქ დგას კიდევ უფრო ფართო საკითხი – კონსტიტუციური წყობილების საკითხი ანუ შუასაუკუნეებში დაბრუნების საკითხი. კანონი არის ხელისუფალი პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე”–მიიჩნევს გიგა ბოკერია

ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე საზოგადოებებში, მათ შორის დემოკრატიებში, მთავრობები ცდილობენ, რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, არღვევენ კანონს ან რაღაც ინტერპრეტაციას ცდილობენ, ეს უკვე თავისთავად ცუდია, მაგრამ ახლა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ივანიშვილის ნაბიჯი არის ის, რომ მან პირდაპირ თქვა – “მე არ დავუშვებ, რაღაცა კონსტიტუციის ჩარჩოებმა შემზღუდოს”. ეს არის აბსოლუტური მონარქის გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან სახიფათო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს საზოგადოებას ეუბნებიან – მე ვარ ხელისუფლებაში, დავრჩები ხელისუფლებაში თქვენი ნების და იმ წესების გარეშე, რაც დაადგინა საზოგადოებამ, რაც არის კონსტიტუცია. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ამას წინ აღვუდგეთ სამართლებრივი გზით და მშვიდობიანი პროტესტის გზით– აცხადებს გიგა ბოკერია

banner
წინა სტატიაშიდღეს ივანიშვილმა ჩამოაგდო სამოქალაქო განხეთქილების ნაღმი
შემდეგი სტატიალიტვის პრეზიდენტმა ღარიბაშვილი გააფრთხილა!!!