გიგა ბოკერია: აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას

საგანგებო მდგომარეობა თუ გრძელდება, კომპლექსურად უნდა გაგრძელდეს, ასევე აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

 

„ჩვენ ვნახეთ აბსურდული შემთხვევები, ცოლ-ქმარი დააჯარიმეს ერთმანეთის გვერდზე ჯდომისთვის და „სუფთა სახლს“ შეუზღუდეს საქმიანობა. გაუგებარია, რა ნიშნით ხდება ამ ყველაფრის გაკეთება და სულ ბოლოს, გუშინ ვნახეთ ბზობის დღესასწაული და ვნახეთ, რომ არ სრულდება ეს შეზღუდვები რელიგიური ჯგუფის შემთხვევაში, ანუ ფარსად იქცა ეს ყველაფერი. ასე ვერ გაგრძელდება და არ შეიძლება, გაგრძელდეს. საგანგებო მდგომარეობა თუ გრძელდება, კომპლექსურად უნდა გაგრძელდეს ამ ნაბიჯებთან ერთად და აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას, უნდა სრულდებოდეს ყველასთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია. ყველა სამედიცინო საკითხისთვის აუცილებელ შეზღუდვას, რაციონალურს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს ადგილი, თუ ეს საჭიროა ჯანმრთელობის დაცვისთვის, ოღონდ არა ამ აბსურდულს, ცოლ-ქმარი გვერდიგვერდ ისხდნენ და დააჯარიმეს, ადამიანებს აჯარიმებენ, რაღაც მინიმალურისთვის და ამავე დროს, ეს შეზღუდვები არ სრულდება, როცა ლაპარაკია მასობრივ თავშეყრაზე. რაც გუშინ ვნახეთ, ეს ხომ ფარსია. მესმის, რომ ერიდებათ და ვერ ასრულებენ ამ შეზღუდვებს ეკლესიის შემთხვევაში, მაგრამ ეს გაუმართლებელია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში ერთი თვით, 21 მარტიდან 21 პრილამდე გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა
შემდეგი სტატიაოზურგეთში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა