25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

გიგა ბედინეიშვილი: გზების სახელმწიფო კომპანიის შექმნა კატასტროფაა, საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას, რომელიც გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას ითვალისწინებს, კატასტროფულს უწოდებს. ბედინეიშვილის შეფასებით, მმართველ გუნდში მავნებლური ეკონომიკური იდეები ბუდობს და ქვეყანას „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ ფორმას სთავაზობენ.

აღნიშნულ თემაზე ფინანსისტმა BMGTV-ის ტელეპროექტ „#წერტილში“ ისაუბრა.

ბედინეიშვილის განცხადებით, კერძო სექტორის ჩანაცვლება სახელმწიფო მონოპოლიით „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ ფორმაა, რაც ბიზნესს ბაზრიდან გამოდევნის (crowding out).

„ეს კატასტროფაა. ასე თუ მივუდგებით ბიზნესსა და ეკონომიკას, მაშინ ყველაფერი ერთ სახელმწიფო კომპანიაში გავაერთიანოთ, ‘მოქნილები’ ვიქნებით და საბჭოთა კავშირიც ეგ იქნება. რა დოვლათიც მოჰქონდა საბჭოთა კავშირს, მე მახსოვს და არავის ვურჩევ მის გამოცდას“, — განაცხადა ფინანსისტმა BMGTV-ის ეთერში.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ 30-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროექტის მიღმა, იდეოლოგიურ შეცდომებთან ერთად, „სოფისტიცირებული“ (დახვეწილი) კორუფციული ინტერესებიც იმალებოდეს, სადაც პარტნიორობა არა პირდაპირი ქრთამით, არამედ პარტიული შემოწირულობებით ან სხვა მომსახურებით გვირგვინდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ნური მითაგვარიას დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაკობა ფარტენაძე: 11 ივნისიდან ნაწილობრივ გაწვიმდება, სიცხის ფონზე ზოგან სეტყვაც არის მოსალოდნელი