29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს სასამართლოს წინაშე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი – ნია იმნაძე გამოიკითხება. ქეთევან სონიძის თქმით, იმნაძეს სხდომაზე იძულების გზით მიიყვანს პოლიცია.

“ჯიუტად არიდებდა თავს სასამართლოში ნებაყოფლობით მოსვლას, რის გამოც შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე მის იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დღეს არის სწორედ ის სხდომა, როდესაც ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა”, – აცხადებს პროკურორი.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაზახაროვა: ერევანში ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, თუ რა მომავალს უმზადებს ევროკავშირი სომხეთს