16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

გიგა ავალიანის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი გამოიკითხა – პროკურორი

პროკურორის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია გამოიკითხა.

პროკურორის თქმით, ჩატარდა ჩხრეკა მალანიას საცხოვრებელ სახლში, ამოღებულია მისი მობილური და დანიშნულია საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

“მალანია გამოკითხულია, საკმაოდ კრიტიკულად დაიკითხა აღნიშნული პირი. გამოყოფილ საქმეში, რა შედეგებიც გვექნება, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა სისწხლის სამართლებრივი დევნა, ამ ჩამოთვლილი, კონკრეტული, რომელიმე პირის მიმართ.

მერაბ მალანია არის არასრულწლოვანი გიორგი მალანიას მამა, შესაბამისად, თანამედროვე საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, რომ მერაბ მალანია, როგორც დამსწრე, როგორც წარმომადგენელი დასწრებოდა შვილის გამოკითხვას, შესაბამისად, ის ესწრებოდა გიორგი მალანიას გამოკითხვას და პირი, რომელიც ესწრება და საპროცესო წარმომადგენლის სტატუსით არის, მისთვის მოწმის სტატუსის მინიჭება და მისი გამოკითხვა არ ხდება”, – თქვა პროკურორმა, ქეთევან სონიძემ TV პირველთან.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის სამთავრობო ობიექტებზე მასშტაბური დარტყმების სერია დაიწყეს
შემდეგი სტატიაილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს: მივედით რეალობამდე, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად