მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული, ნია იმნაძე კლინიკაში გადაჰყავთ.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, იმნაძე სავარაუდოდ შეუძლოდ, მაშინ გახდა, როდესაც მას აკავებდნენ.
მანამდე ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, იმნაძის სახლთან მობილიზებული პოლიცია. ადგილზე ხმაურიც იყო.















