21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანია კვლავ პატიმრობაში რჩება

გიგა ავალიანის საქმეზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებული მალანიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი ღარიბაშვილზე: რეალობა არის ის, რომ დანაშაულის ჩამდენის უსაფუძვლო ბრალდებები გამოყენებულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაTI- აჭარაში 2025 წლის იანვრიდან გამოცხადებული 69 ელექტრონული აუქციონიდან 54 არ შედგა, შემდგარი 15 აუქციონიდან 8 შემთხვევაში კი ქონება სრულიად უკონკურენტოდ, საწყის ფასზე მინიმალური ბიჯით გასხვისდა