30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს. ინფორმაციას TV პირველს დაკავებული გიორგი მალანიას ბიძა, კოტე მალანია უდასტურებს. ცნობილია, რომ მალანიას შვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული.

“დამირეკა ჩემმა ძმამ გულგახეთქილმა, რომ დაიჭირეს ჩვენი ძმის შვილიშვილიო. არ მეგონა, თუ ამ დონემდე მივიდოდა საქმე. ჩემმა ძმამ დამირეკა, რომ დედამისის სოფელში, ლანჩუთში დააკავესო. ალბათ გუშინ დააკავეს. ბავშვი აბსოლუტურად უდანაშაულოა. ერთადერთი ზარის გამო შეიძლება ბავშვი ციხეში 15 წლით ჩაჯდეს? გამოკითხვაზე იყო ბევრჯერ აქამდე, დაკითხეს პროკურატურაში და არაფერი არ იყო, რაც მის წინააღმდეგ რაც ბრალეულობას დაადასტურებს” ,_ ამბობს დაკავებული გიორგი მალანიას ბიძა TV პირველთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიმთავრობას საწვავი თითქმის 49 თეთრამდე გაუიაფდა – რამდენს გადაიხდის 1 ლიტრში
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი “ლელოს” აღმასრულებელი მდივნის განცხადებას პასუხობს