5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მამა ექიმების პასუხისმგებლობას აყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სამი მთავარი მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, აღნიშნული პირები ის ადამიანები არიან, ვინც თავდასხმის შემდეგ გონებადაკარგული მასწავლებელი პირველებმა ნახეს.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების მშობლები ირწმუნებიან, რომ მოწმეებს “პროკურატურამ ჩვენება შეაცვლევინა”.

ამასთან, ალექსანდრე გაბაშვილი [გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა] აღნიშნავს, რომ იმ საავადმყოფოს მიმართ, სადაც ახალგზარდა მასწავლებელი დაზიანებებით გადაიყვანეს, გამოძიება დღემდე არ დაწყებულა და რომ არავინ იძიებს, რატომ უკეთებდნენ კუჭის გამორეცხვას და ნარკანს.

“სულ არის 5 ადამიანი, პირველად ვინც იდგნენ იქ ბიჭები, ვინც მივიდნენ, ვისაც დაუძახეს დასახმარებლად, 2 მათგანი პროკურატურამ უკვე დაკითხა ცალკე ჩვენებაში და ცალკე სასამართლოში, ორივემ აღიარა, რომ გიგა ავალიანი იყო ყველანაირი დაზიანების გარეშე, ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონია, ალბათ, ეს სამივე იგივეს გაიმეორებს ახლა.

იქვე მდგომი ბავშვები იყვნენ, 20 წლის ბავშვები, რომლებსაც დაუძახეს დასახმარებლად, რომლებმაც გამოუძახეს მერე სასწრაფოს.

ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არიან იმიტომ, რომ ზუსტად ამ მოწმეებმა თქვეს, რომ სანამ სასწრაფო მოვიდოდა გიგა წამოიწია, მოწყვეტით გადავარდა უკან და დაარტყა თავი ისე, რომ ჰქონდა ხმა. ზუსტად ეს ჩვენება, თვენახევარში, პირველი ჩვენების შემდეგ პროკურატურამ შეაცვლევინა.

პასუხები ვერ მივიღეთ ვერანაირი, დღემდე არანაირი გამოძიება საავადმყოფოს მიმართ არ დაწყებულა. არავინ არ იძიებს რატომ უკეთებდნენ კუჭის გამორეცხვას და უკეთებდნენ ნარკანს,” – ამბობს ალექსანდრე გაბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N23-ში საცხოვრებელი ფართები გადაეცა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ბრძოლა დავიწყეთ და აი, შედეგიც. ყველა აგებს პასუხს