14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

გიგა ავალიანის დედა: 28 წლის მანძილზე მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა, მოვითხოვ რეალურ მტკიცებულებას

„ეს არის, პირველი, ყველაზე სერიოზული, ოფიციალური განცხადება ჩემგან ამ 10 თვის მანძილზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, დამეხმარეთ გაზიარებაში.

არ გამოუვიდათ მკვლელობისთვის პოლიტიკური იარლიყის მიკერება.

ახლა დაიწყეს:

– უი, ეს ბიჭი მართლა პედოფილი ყოფილა.

თუ გიგა იყო პედოფილი, 28 წლის და 8 თვის მანძილზე, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო, მაშინ როცა 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს!

ამიტომ ჩემი მოთხოვნა:

1) იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა, ოღონდ უნდა დაამტკიცოს, რომ გიგას იცნობდა და დავიჯერებთ, რომ 2-3 გაკვეთილში ნიაზეც შეაფრინა!

2) თუ გამოჩნდება ასეთი გოგონა, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ.

ეს არის თანხა, რომელიც გიგამ 1 ოქტომბერს, მკვლელობის დღეს, შეიტანა ანაბარზე.

3) თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, ვიმეორებ, ყვეეეელას, თუნდაც ირიბად გადაკრული პატარა კომენტარი ეწეროს, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!

P.S. თანამებრძოლნო, გთხოვთ, ჩამიყარეთ ყველა კომენტარი პირადში, სადაც წააწყდებით გიგასგან სექსუალური ძალადობის შესახებ თუნდაც გადაკრულ შინაარსს“, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, ეკა  კუპატაძე.

გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმის მტკიცებულებების თანახმად, შევიწროებასთან დაკავშირებით ნია იმნაძემ ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს, კლასის დამრიგებელს , ასევე, ალექსანდრე გაბაშვილს, რომელიც დანაშაულის მთავარი ორგანიზატორია. პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა ისიც, რომ ვერაფერს იტყვის, თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას, რადგან “არ არის მტკიცებულებები იმისა, რომ ვინმემ ვინმე შეავიწროვა“. ქეთევან სონიძის განცხადებითვე, ნია იმნაძემ ამ ინფორმაციის მიწოდებით ალექსანდრე გაბაშვილი დანაშაულის ჩადენაში წააქეზა.

banner
წინა სტატიაშიმაია სანდუ: პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენა მკაცრად უნდა აღიკვეთოს – სწორედ ასე დაიწყო ფაშისტური რეჟიმი
შემდეგი სტატიაისრაელის საელჩო 2008 წლის ომზე: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას