33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

გიდი: ძველ თბილისში 6 კაცი ტურისტს თავს დაესხა — დაშავებული კლინიკაშია

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, გიდი ვლასი ვაწაძე აცხადებს, რომ გუშინ, პირველ აგვისტოს, ძველ თბილისში ტურისტს თავს დაესხნენ და გაძარცვეს.

მისი ცნობით, ტურისტი კლინიკაში იმყოფება.

„კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი. გუშინ ჩემს ტურისტს თავს დაესხა 6 ადამიანი, წაართვეს ტელეფონი და ფული და ცემეს.აღენიშნება დაზიანებები მთელს სხეულზე. თავდასხმა მოხდა ძველ თბილისში. ტურისტი იმყოფება კლინიკაში. 6 თავდამსხმელიდან ორი დაიჭირეს“, – წერს ვლასი ვაწაძე.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ტურისტზე თავდამსხმელი პირები იდენტიფიცირებული არიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ჯო უილსონი “დიფ სთეითის” კიდევ ერთი აგენტია”- ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაბანერის ჭერის გამო მეორედ დაკავებულ აქტივისტ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს