გიდები დავით გარეჯში არსებულ ვითარებას გააპროტესტებენ

დავთ გარეჯში არსებულ ვითარებას ადგილზე გააპროტესტებენ გიდები. ისინი უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მობილიზებას, რომ რაც შეიძლება დროულად ჩავიდნენ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე და არსებულ ვითარებას გაეცნონ.

მანამდე კი ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროში დახურულ შეხვედრას გამართავენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი სამოქმედო გეგმაც.

“აზერბაიჯანი მთავრობა იწყებს ბილიკების, ინფრასტრუქტურის მოწყობას. ახლა არ იკმარეს და ჩვენი ხატები გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს. ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენი მთავრობა თვალებში ნაცარს გვაყრის. ერთადერთი რაც შეგვიძლია, დღეს ვცდით მთავრობას შევხვდეთ და მივიღოთ ღირსეული მთავრობის, ღირსეული პასუხი, რა ხდება დავით გარეჯში,”-განაცხადა რუსუდან ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული პირებიდან კიდევ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადავით გარეჯში – ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ”ძალა ერთობაშია”-ს წევრები პატრულირებდნენ